დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა

  18:15:09     18-02-2022

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა დღეიდან მოსახლეობის მასშტაბური ცენტრალიზებული ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

მისი თქმით, გაუარესებული საომარი მდგომარეობისა და უკრაინის გეგმების გამო, რომელიც დონბასში "შეჭრას აპირებს," 18 თებერვლიდან აორგანიზებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოსახლეობას, პირველ რიგში კი ბავშვებსა და ქალებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.