მერიამ ვარკეთილში გარემოვაჭრეების დახლები აიღო
11:31:20     18-02-2022
ვარკეთილში გარემოვაჭრეებს დღეს დილით დახლები აღებული დახვდათ. ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და მათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას არ აძლევენ.
მერიაში ამბობენ, რომ უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს. მათივე თქმით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებში გადანაცვლებას სთავაზობენ, სადაც სამით თვის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, შემდგომში კი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.