ოჯახური მდგომარეობა მძიმეა, გირაოს ვითხოვთ - ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებული დედის ადვოკატი
11:36:54     17-02-2022
ჩვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
"განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რომ არ დავაზიანო, ყველა მოქმედებები არაა შესრულებული, ექპსეტიზის დასკვნა არ დევს საქმეში და ვერ მოგახსენებთ განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახური მდგომარეობაც მძიმეა, მოთხოვნა გვექნება გირაოთი იქნას გათავისუფლებული ეს პიროვნება", - ამბობს ქალის ადვოკატი.