"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ" - ბაიდენის მიმართვა
11:33:11     16-02-2022
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მან მოქალაქეებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა.
"თუ რუსეთი მიზანში ამოიღებს უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს, მტკიცედ ვუპასუხებთ. თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს არაპირდაპირი საშუალებებით, როგორიცაა კიბერშეტევა ჩვეს კომპანიებზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. გზა ჯერ ჯიდევ ღიაა ისტორიული პასუხისმგებლობისთვის, რომ რუსეთმა და აშშ-მ გაიზიარონ გლობალური სტაბილურობა, ჩვენი საერთო მომავლისთვის ავირჩიოთ დიპლომატია, მაგრამ ეჭვგარეშეა, თუ რუსეთი ამას დაარღვევს უკრაინაში შეჭრით, პასუხისმგებლიანი ქვეყნები მთელი მსოფლიოს გარშემო არ დააყოვნებენ პასუხს, - განაცხადა ბაიდენმა.