შეიძლება ეხლა პრემიერმინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება - გამყრელიძე
17:09:36     15-02-2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრთან არავითარი დაპირისპირება არ აქვს. მისი თქმით, პოლიტიკური ფიგურა არაა, რომ ვინმესთან, "მითუმტეს" პრემიერთან დაპირისპირებაში შევიდეს.
"რანაირად შეიძლება ეხლა პრემიერმინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება. მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ შევიდე დაპირისპირებაში ვინმესთან, მითუმეტეს საქართველოს პრემიერმინისტრთან, მე საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული ისტორია მაქვს, სხვათაშორის ამაზე დიდ პოსტზე ვარ ნამუშევარი ვიდრე ინსტიტუტის დირექტორია. ამიტომ არამგონია ეს სერიოზული განსჯის საგანი იყოს, ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, კოლეგიალური, შეიძლება ითქვას საბჭოს ფარგლებში, მე ყოველთვის სუბორდინაციას ვიცავ ყველასთან, ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ არავითარი დაპირისპირება არ არსებობს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
დაპირისპირება უარყო დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია საფუძველსმოკლებულია.