რუსული შენაერთები და რაკეტები უკრაინის საზღვრისკენ მიიწევს

  11:53:39     15-02-2022

რუსული შენაერთები და რაკეტები უკრაინის საზღვრისკენ მიიწევს - ამის შესახებ CNN წერს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს. 

"უკრაინის საზღვართან რუსული ძალების დაგროვება დიდი სისწრაფით გრძელდება, დაწყებული წყალქვეშა ნავებითა და სადესანტო გემებით შავ ზღვაში, გაგრძელებული მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით, ტანკებითა და ჰაუბიცებით უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან" - წერს CNN.