
2021 წელს ბრიტანეთის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა
17:28:00     11-02-2022
2021 წელს ბრიტანეთის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით,
ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდით, დიდი ბრიტანეთი გასულ წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა გახდა. ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთი ეკონომიკის ზრდის ტემპით წელს კვლავ გაუსწრებს G7-ის სხვა ქვეყნებს.
2020 წელს, პანდემიის გამო დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 9.4%-ით შემცირდა:
“ჩვენი მხარდაჭერის პაკეტისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, ეკონომიკა საოცრად მდგრადი აღმოჩნდა”,- განაცხადა ხაზინის კანცლერმა, რიში სუნაკმა.