
თელავის სოფელში ცოლ-ქმარი მოკლეს
11:03:24     11-02-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუა ხნის ცოლ-ქმარი.
შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მწყემსმა მოკლა.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
"მთავარი არხი" ადგილზე დამატებით დეტალებს არკვევს.