"მოგწონს, არ მოგეწონოს - მოითმინე, ჩემო ლამაზო". უნდა შესრულდეს. სხვანაირად არ გამოვა" - პუტინი ზელენსკის

  12:26:34     08-02-2022

"მოგწონს, არ მოგეწონოს - მოითმინე, ჩემო ლამაზო" - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას - არის თუ არა ძალაში ე.წ. მინსკის შეთანხმება. 

პუტინმა რუსული გამოთქმა ირონიულ კონტექსტში გამოიყენა და უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა. 

"რაც შეეხება მინსკის შეთანხმებებს, ცოცხალია და მე მჯერა, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევში ხან ამბობენ, რომ შეასრულებენ, ხან ამბობენ, რომ ეს მათ ქვეყანას დაანგრევს. მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. "მოგწონს, არ მოგეწონოს - მოითმინე, ჩემო ლამაზო". უნდა შესრულდეს. სხვანაირად არ გამოვა",- თქვა პუტინმა.