უკრაინაში 29 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

  10:42:08     07-02-2022

უკრაინაში 29 წლის ქართველი ემიგრანტი, ჯ.გ. გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია, ხობში ცხოვრობდა და უკრაინაში უმუშევრობის გამო წავიდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

ახალგაზრდა კაცი "სნოუბორდით" სრიალის დროსას ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც 1 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, დღეს კი გარდაიცვალა.