საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - ინიციატივა დღეს პარლამენტს წარედგინება
10:21:51     07-02-2022
შეიქმნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია - ინიციატივა დღეს პარლამენტს წარედგინება. პროექტის ავტორი "ნაციონალური მოძრაობაა".
თუ კომისია შეიქმნება ჯგუფის წევრებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ. დეპუტატებს სურთ დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდეს და ბრძანების გამცემი საჯარო მოხელეები დაისაჯონ.