სტამბულში საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - შემთხვევას ემსხვერპლა ერთი ადამიანი, არიან დაჭრილები
14:40:23     31-01-2022
თურქეთში, ქალაქ სტამბულში ქართველებს შორის დაპირისპირება მოხდა - მოკლულია 32 წლის გიორგი სიხარულიძე. შემთხვევა 30 იანვარს გვიან ღამით მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ზვიად ბულია თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქართველები სუფრაზე იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ხვიჩა წიფურიასა და ზვიად ბულიას შორის შელაპარაკება მოხდა, ბულიამ მას დანა მოუქნია, რომელიც გვერდით მჯდომ გიორგი სიხარულიძეს მოხვდა.