გორის მერი ნიუ-იორკში, ჭიდაობის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს

  23:44:24     24-01-2022

გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი, ამერიკაში, "ნიუ-იორკის რეგიონულ საწრთვნელ ცენტრში" პრაქტიკოს მასწავლებლად მუშაობს. ეს ცენტრი ნიუ-იორკიდან 71 მილის დაშორებით ნიუ-ჯერსიში მდებარეობს. ინფორმაციას გამოცემა Qartli.ge ავრცელებს. 

როგორც ჭიდაობის სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ აფიშიდან ირკვევა, ხინჩეგაშვილი ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია. ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, პრაქტიკოს-მასწავლებლის ფუნქციებს დღესაც აგრძელებს. ამერიკაში ბოლო ვიზიტი მას 2022 წლის 11-17 იანვრის პერიოდში ჰქონდა.