"დარწმუნებული არ ვარ, თუ რის გაკეთებას აპირებს რუსეთი.....მას არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დავპირდი" - ბაიდენი "დარწმუნებული არ ვარ, თუ რის გაკეთებას აპირებს რუსეთი.....მას არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დავპირდი" - ბაიდენი /> "/> " />


  11:06:35     20-01-2022

"დარწმუნებული არ ვარ, თუ რის გაკეთებას აპირებს რუსეთი.....მას არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დავპირდი" - ბაიდენი

1642662496baiden.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე - ხომ არ დაკარგეს შტატებმა და ნატომ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი, წინა სანქციების არაეფექტურობის გათვალისწინებით, ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, როგორსაც უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, შტატები დაჰპირდა.

მისივე თქმით, სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

"დარწმუნებული არ ვარ, თუ რის გაკეთებას აპირებს რუსეთი. ვვარაუდობ, რომ შევა, და თუკი შევა, მას არასოდეს უნახავს ის სანქციები, როგორის დაწესებასაც მე დავპირდი. თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას", - ამბობს ჯო ბაიდენი. 


ავტორი: პრესა.ჯი