რეკომენდაციები შეუსრულებელია, მკურნალობის მეთოდოლოგია არ შეცვლილა - ომბუდსმენი

  12:59:32     19-01-2022

სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის - განცხადება ამის შესახებ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

"არსებითი ცვლილებები მკურნლობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს თუმცა ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის." განაცხადა ნინო ლომჯარიამ