სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას დღესაც გამართავენ

  11:26:36     18-01-2022

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - 400-მდე თანამშრომელი უკვე მეორე დღეა, გაფიცულია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ.

"ისევ გაფიცვის რეჟიმში ვიმყოფებით. სამინისტროს შემოთავაზებული პირობები არ არის ჩვენთვის მისაღები, რადგან საერთოდ არ შეუთანხმებიათ ჩვენთვის ისე დადეს. შესაბამისად, გავაგრძელებთ გაფიცვას იქამდე, სანამ არ მიიღებენ ჩვენს პირობებს. სპეციალისტების უფროსი სპეციალისტების, სოც. აგენტების პირობებს. ჩვენი მოთხოვნაა, გაიზარდოს ხელფასები 100%-ით", - ამბობს სოციალური აგენტი, გიორგი ფურელიანი.