კანადამ უკრაინაში სპეცრაზმი გაგზავნა

  11:16:22     18-01-2022

ნატო-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები გაგზავნა - ინფორმაციას ამის შესახებ Global News ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ძალების კონტინგენტი უკრაინაში 9 იანვარს გაემგზავრა.

გამოცემის ცნობით, კანადამ სპეცრაზმის პოლკის მცირე კონტინგენტის განლაგება უკრაინაში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას, შეფერხდა და დაახლოებით 100,000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე დაბანაკებული დარჩა.

„რუსული ჯარებისა და აღჭურვილობის შეგროვება უკრაინაში და მის გარშემო საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ეს აგრესიული ქმედებები უნდა აღიკვეთოს. კანადა იმუშავებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და შეინარჩუნოს უკრაინელების ადამიანის უფლებები და ღირსება", - ამბობს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი.