თელავის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

  13:35:41     17-01-2022

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა  მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი.

შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, გუშინ მოხდა. საკუთარი ავტომობილით მოძრავმა პირმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. სოფელ კისისხევში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი გურჯაანში, პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.