"მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს" - ვინ ისარგებლებს პროგრამით

  11:33:53     17-01-2022

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს.

პრგორამა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხება, რომელთა ქულაც 150 000-ზე ნაკლებია.

სუბსიდირება იანვრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს. 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით, 1 მილიონ ადამიანს შეადგეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პადნემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა ორი წელი, ახლა იანვარში შეწყდა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში", - თქვა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.