თბილისსა და რეგიონებში სასწავლო პროცესი განახლდა - "სამინისტროს მხრიდან მზადყოფნაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა"

  11:26:03     17-01-2022

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში სასწავლო პროცესი განახლდა. მოსწავლეები საკლასო ოთახებს დღეიდან უბრუნდებიან.

განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ რისკები გააანალიზეს და მზად არიან სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან განცხადება იმის შესახებ, რომ სკოლებში სრული მზაობაა ბავშვების მისაღებად, მინიმუმ უპასუხისმგებლობაა, რასაც შესაძლოა, სამწუხაროდ მოჰყვეს გართულებული შედეგები. რეალურად სკოლა დღეს არის შეიარაღებული მხოლოდ საპირფარეშოების დასამუშავებელი ხსნარით და თერმომეტრით, მოგეხსენებათ, ამ შტამის პირობებში იყო შემთხვევები, როდესაც ტესტითაც კი არ მოხდა გამოვლენა ახალი შტამის. ნულზეა ამ შემთხვევაში კრიზისმენეჯმენტი და ნულზეა მზაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან", - ამბობს ექსპერტი განათლების საკითხებში, ნინო კვიტაიშვილი.