თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება - მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწრება

  11:31:54     13-01-2022

დღეს, 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში თავადაც მივა. ეს რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, სხდომათა დარბაზში მისი პირველი გამოჩენა იქნება.

საქმე ეხება სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს, რომელზეც დღეს არსებითი სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პარალელურად სასამართლოსთან მშვიდობიან აქციას გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები.