48 გარდაცვლილი და 5 326 ახალი შემთხვევა
11:29:40     13-01-2022
საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი, 3 044 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 55 474 კვლევა, აქედან 32 029 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 445 PCR-ით. 12 იანვარს აიცრა 9 700 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,6%-ია, ბოლო 14 დღის - 8,86%-ია, 7 დღის - 9,91%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 3 148 შემთხვევა;
- აჭარა - 563;
- იმერეთი - 437;
- ქვემო ქართლი - 176;
- შიდა ქართლი - 277;
- გურია - 148;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226;
- კახეთი - 178;
- მცხეთა-მთიანეთი - 92;
- სამცხე-ჯავახეთი - 66;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.