
"გასაჩივრდება ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს" - ავთანდილ წერეთელი
12:02:38     12-01-2022
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული და "TV პირველის" დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებს. მისი თქმით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ამიტომ დღესაც გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდა.
"თურმე ვყოფილვარ თაღლითი, მომისაჯეს 7 წელი და ვინაიდან ხანდაზმულია ციხეში არ გამიშვეს. როგორ უნდა დამტკიცდეს დანაშაული... გასაჩივრდება ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს. უნდა იბრძოლო, მოლოდინი მქონდა დღეს?! არ მქონდა ამის მოლოდინი, მქონდა გამართლების მოლოდინი", - ამბობს ავთანდილ წერეთელი.