Pfizer - "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში მზად იქნება
11:17:16     11-01-2022
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა ამბობს, რომ ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს, მარტში მზად იქნება. მისი თქმით, გარკვეული დოზების წარმოება უკვე დაწყებული აქვთ.
ბურლამ აღნიშნა, რომ ვაქცინა ასევე ეფექტური იქნება ვირუსის სხვა ვარიანტების მიმართ, რომლებიც ახლა ცირკულირებენ. მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არაა როგორ გამოიყენებენ ამ ვაქცინის დოზებს, თუმცა Pfizer-ს ექნება, რადგან ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ ის რაც შეიძლება მალე მომზადდეს.