46 გარდაცვლილი და 5 486 ახალი შემთხვევა - 11 იანვრის კოვიდსტატისტიკა
11:09:03     11-01-2022
საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 46 ადამიანი, 2 893 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 57 546 კვლევა, აქედან 39 284 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 262 PCR-ით. 10 იანვარს აიცრა 10 881 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,53%-ია, ბოლო 14 დღის - 8,1%-ია, 7 დღის - 9,63%.