ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება

  20:32:01     10-01-2022

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია ხდება, მისი მოადგილის პოზიციას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს.

გარდა ამისა, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელი მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდეს.

ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზალიკო უდუმაშვილი და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.