A320 NEO - ახალი სიტყვა სამოქალაქო ავიაციაში
00:32:49     24-08-2011
ევროპული ავიამშენებელი კონცერნი Airbus-I, მსოფლიო ბაზარზე პოტენციურ მყიდველებს ახალი თაობის ლაინერების შეძენას სთავაზობს. წლევანდელ პარიზის ავიასალონზე, წარმოდგენილი სიახლე ნამდვილ სენსაციად იქცა და კომპანიას აქამდე არნახული წარმატება მოუტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაინერის პრეზენტაცია დაგეგმილზე ერთი წლით ადრე შესდგა. როგორც ჩანს, მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდამ მწარმოებლებს ვადების შემჭიდროვება აიძულა.
საქმე ისაა, რომ "ერიბასის" ახალ ლაინერს, სახელად A320 NEO, მსოფლიო ბაზარზე ნამდვილი გადატრიალების მოხდენა შეუძლია. განსაკუთრებით კი, საწვავის მოხმარებისა და შესაბამისად მისი ეკონომიურობის საკითხებში. უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტუალურ საკითხს, ატმოსფეროში თვითმფრინავების მიერ წვის პროდუქტების გავრცელების ოდენობის შემცირება წარმოადგენს. თავის მხრივ საწვავის ეკონომიის საკითხი ავიაკომპანიებსაც არანაკლებ აღელვებს. ნავთობის ფასის ზრდა, მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, ბაზარზე "ეკოლოგიურად სუფთა" ლაინერის გამოჩენა მის მწარმოებელ კომპანიას, არც ისე მცირე შემოსავალს მოუტანდა.
უკვე რამოდენიმე წელია, რაც "ეირბასი" ახალ A320 NEO-ზე მუშაობს. მთავარი განსხვავება ყველა წინამორბედ თვითმფრინავისგან, მისი საწვავის ეფექტურობაა. ახალი ძრავების დაყენებით საბაზო ვარიანტთან შედარებით საწვავის ხარჯი 15 %-ით შემცირდა. ეს კი თავისმხრივ წლის განმავლობაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გავრცელებას 3600 ტ-ით შეამცირებს. ასეთი შედეგების მიღწევა პირველ რიგში სწორედ ახალი ძრავების გამოყენებით მოხერხდა. ახალი ტექნოლოგიების წყალობით საწვავის ხარჯთან ერთად, ძრავას მასის შემცირებაც მოხერხდა. ასევე შემეცირდა ხმაურის დონეც.
არის სხვა გაუმჯობესებებიც. საბაზო ვარიანტთან A320-თან შედარებით, ახალი ლაინერის ფრენის მანძილი 900-950 კმ-ით, სასარგებლო დატვირთვა კი 2000 კგ-ით გაიზრდება. Mწარმოებლებმა, A320 NEO-ს პროექტში უკვე 1,3 მლრდ ჩადეს. შესაბამისად, ერთი ახალი თვითმფრინავი, საბაზოზე საშუალოდ 6 მილიონით ძვირი ეღირება. აღნიშნული თანხიდან, 3.5 მილიონი კოპრუსის მოდერნიზაციაზე იხარჯება. 9000 ათასი კი, ახალი Sharklet-ის ტიპის ფრთის ბოლოვანებზე. თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, კრეისერულ რეჟიმზე, ეს ტექნიკური ინოვაცია საწვავის ხარჯს 3-4 %-ით შეამცირებს. შესაბამისად, ყველა ინოვაციის წყალობით, საწვავის ჯამური ეკონომია, დაახლოებით 18-19 %-ს მიაღწევს.
თვითმფრინავში გამოყენებული ბევრი სიახლის მიუხედავად, მწარმოებლების მტკიცებით, 75-80 %-ით თვითმფრინავი საბაზო ვარიანტის ანალოგიური იქნება. შესაბამისად ახალი თვითმფრინავის წარმოების გასამარტივებლად და თანხების დაზოგვის მიზნით, უკვე არსებული თვითმფრინავების კვანძების გამოყენება მოხდება.
ახალი ლაინერის შექმნით, მწარმოებლები არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ ისწრაფიან. გეგმის მიხედვით, სერიულ წარმოებაში A320 NEO-ს ჩაშვებისთანავე, მკვეთრად იგეგმება წარმოების მოცულობის გაზრდა. ამჟამად ყოველთვიურად "ეირბასის" კონვეერს 36-მდე ვიწროფიუზელაჟიანი თვითმფრინავი ტოვებს. მომავალში კი ამ ციფრის გაზრდა 42-მდე იგეგმება.
თვითმფრინავის პირველი გაფრენის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. თავდაპირველი გეგმით ეს 2014 წლის ბოლო უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც ჩანს ნავთობზე ფასების მატებამ, ახალი ლაინერის შემქმნელებს დაჩქარება აიძულა. პრესაში არაეღთხელ გაჟღერდა რომ გამოცდების პროცესი შესაძლოა რამოდენიმე თვით ადრე დაიწყოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების ციკლის დასაჩქარებლად, საგამოცდო პროგრამაში ოთხის ნაცვლად, მონაწილეობას ერთდროულად უკვე შვიდი A320 NEO-ს მიიღებს. კიდევ ერთ ლაინერს "ეირბასი" ძრავთმშენებელ კომპანიებს საგამოცდოთ გადასცემს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარმიართა, საფრენოსნო ვარგისიანობის სერთიფიკატს ახალი თვითმფრინავი 2015 წლისთვის მიიღებს. რამოდენიმე თვის შემდეგ კი მისი გადაცემა უკვე დამკვეთი ავიაკომპანიებისთვის დაიწყება.
პროგრამა NEO ოფიციალურად არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. მაგრამ თავისი ინოვაციურობით უკვე არაერთი ავიაკომპანია მოხიბლა. რამდენიმე თვეში "ეირბასმა" 330-ზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა. წლევანდელ პარიზის ავისალონზე ლაინერმა გაყიდვებით ნამდვილი ფურორი მოახდინა. ახალი თვითმფრინავის პირველი მყიდველი სკანდინავიური ავიაკომპანია იყო. მან 30 A320 NEO-ის შესყიდვაზე შეკვეთა გააფორმა. მისი ღირებულება 2.8 მლრდ დოლარად შეფასდა. იმავა დღეს კიდევ 36 ასეთი თვითმფრინავი სალიზინგო კომპანია Aircraft Leasing Corporation-მა შეიძინა. მალე მათ AirAsia და IndiGo შეუერთდნენ, რომელბმაც შესაბამისად 200 და 180 ლაინერი შეიძინეს. პირველი შეკვეთა 18.2 მილიარდ დოლარად შეფასდა. ეს ევროპული ავიამშნებელი კონცერნის ისტორიაში ყველა მსხვილი კონტრაქტია.
მხოლოდ პარიზის ავიასალონის მსველობის 5-6 დღის გამავლობაში ევროპელებმა 600-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის გაყიდვა შეძლეს. საერთო ჯამში კი, უკვე 1000-ზე მეტი A320 NEO-ა შეკვეთილი.