ყაზახეთში 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის ბავშვია

  00:08:52     10-01-2022

ყაზახეთში მიმდინარე დაპირისპირებისას 164 ადამიანია დაღუპა. შესაბამისი სტატისტიკა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყებას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა ეს დაღუპულთა საერთო რაოდენობა.

დაღუპულთა უმეტესობა, 103 ადამიანი ქალაქ ალმათიდანაა, 21 კაზილორდას რეგიონში, 10 ჟამბილის, 9 ალმათის რეგიონში.

სახელმწიფო საინფორმაციო არხზე Khabar-24-ზე დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა მნიშვნელოვანი ზრდაა კვირას გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით.