რუსეთი ყაზახეთში სამხედროების გადაყვანას აგრძელებს
23:45:06     09-01-2022
რუსეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ) საშუალებით, ყაზახეთში სამხედროების გადაყვანას აგრძელებს – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ОДКБ -ს სამშვიდობო ძალების რუსული სამშვიდობო კონტინგენტიდან გრძელდება ივანოვსკის საჰაერო სადესანტო ძალებისა და 45-ე სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა.
რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ქვედანაყოფებმა, რომლებიც ადრე ჩავიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, აეროდრომების და ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად"- ნათქვამია განცხადებაში.