სახალხო დამცველის წარმომადგენელს გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

  23:59:32     28-12-2021

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, საბა ბრაჭულის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლისა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან გასაუბრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ჰოსპიტალთან იმყოფება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე.

"იმედს ვიტოვებ, რომ ეს გაუგებრობაა. ჩვენ გვინდა მორიგე ექიმთან გასაუბრება, ვინც ზედამხედველობს პაციენტის მდგომარეობას ამჟამად. იმედია, გაირკვევა ეს საკითხი.

სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად შევიდეს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის ადამიანი, პატიმარი სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის უბრალოდ გაუგებრობა და შიგნით კიდევ არკვევენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცი წუთია ველოდებით, რომ გაარკვევენ.

ამ ეტაპზე დაველოდებით, თუმცა, თუ ეს გაგრძელდა არაგონივრულად დიდ დროს, ერთ საათზე მეტ დროს, ალბათ, შემდეგ აშკარა იქნება, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს უარს ეუბნებიან იმაზე, რომ მოინახულოს თავისუფლება აღკვეთილი პირი. სახალხო დამცველის დაბრკოლება არის როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე უფრო მძაფრ ფორმამდე თუ მივა, ხდება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული",- თქვა საბა ბრაჭულმა.