პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია
11:49:24     28-12-2021
პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.
მას საქალაქო სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.
"რადიო თავისუფლების" ექსკლუზიური ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე ციხიდან დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში გაათავისუფლეს.
რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას უცნობია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რადიო თავისუფლებისთვის ხელმიუწვდომელია.