მოზარდს სახლში დედის, ბებიისა და მამის ცხედრები დახვდა

  23:46:52     15-12-2021

ვაზიანში, სკოლიდან დაბრუნებულ მოზარდს სახლში უმძიმესი სურათი დახვდა. სამზარეულოს დანით ყელგამოჭრილი დედის და ბებიის ცხედრები და მამა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით გამოკვეთილი არაფერია. მკვლელობის მოწმე მეზობლები ადასტურებენ, რომ გაიგეს ქალის ხმა, რომლიც შველას უშედეგოდ ითხოვდა.