მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა ეკატერინეს , რომ ასეთ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა - მიხეილ სააკაშვილი
00:17:52     10-12-2021
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში წაიკითხა. მიხეილ სააკაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნა ჩემს საქმეზე. ტიკარაძემ შეუერთა თავისი ხმა ჩემს კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპოტრები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ეს თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა. " - წერს სააკაშვილი.