
მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა - "გუშინდელმა ფაქტმა, რა თქმა უნდა, გაამწვავა "
22:33:56     08-12-2021
გუშინდელმა ფაქტმა გაამწვავა არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული, პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობის სიმპტომები და გარკვეულ წილად წინა პლანზე არის გამოფიტვის სინდრომი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრა.
ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ საკაშვილი მკურნალობა რეაბილიტაციის კურსს კვლავ საჭიროებს.
"კვლავ საჭიროებს ყურადღებას, საჭიროა მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსის შერჩევა და ინტენსიური მკურნალობა რეაბილიტაციის კურსი. განსაკუთრებით ნეირო ფსიქოლოგიური მდგომარეობით, გუშინდელმა ფაქტმა, რა თქმა უნდა, გაამწვავა არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული, პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობის სიმპტომები და გარკვეულწილად წინა პლანზე არის გამოფიტვის სინდრომი. რაც არის ფსიქო-ფიზიკური ასთენიზაცია, რაც დაკავშირებულია ხანგრძლივ შიმშილობასთან და შიმშილობის გახანგრძლივება კავშირშია არაადამიანურ სამედიცინო მომსახურებასთან და ინტერვენციასთან, ვინაიდან გვიან იქნა გადაყვანილი იგი სხვა კლინიკაში და შესაბამისად ამ ვერნიკეს, ენცეპალოპატიასთან დაკავშირებული, კიდევ მრავალი სიმპტომი, რომელიც რჩება და საჭიროებს მკურნალობას, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.