ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა

  00:54:32     08-12-2021

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა. ონლაინ კონფერენცია ორ საათს გაგრძელდა.

ლიდერების საუბარი დახურული ვიდეოკავშირის არხის მეშვეობით შედგა.

შეხვედრის დაწყებამდე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძვლიანი იქნებოდა.

ლიდერებს უკრაინის, ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უნდა ემსჯელათ.

დღევანდელი შეხვედრა პუტინსა და ბაიდენს შორის რიგით მეორეა. პირველად ისინი პირისპირ ჟენევაში, ივნისში შეხვდნენ.