
წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
22:37:57     07-12-2021
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, საჩინოს თემში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ხანძარი გაჩნდა საჩინოს თემში.ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოეკიდა,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა და საჩინოს რწმუნებული ბელა კვირკვია,რომელთა მხრიდანაც მხარდაჭერა ექნებათ დაზარალებულებს.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება: