კალაძე გარემოვაჭრეებზე - "პრობლემურ ადგილებში ვაჭრობას რეაგირება მოჰყვება"

  20:10:58     07-12-2021

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით კანონი აღსრულდება და ისეთ ადგილებში გარევაჭრობას, რომელიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, ყოველთვის მოყვება რეაგირება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარე ვაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გამგეობებთან ერთად შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები, სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილები, რომლებიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება" - თქვა კახა კალაძემ.