ერთი აზრის დომინირება უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი

  21:09:07     02-12-2021

„ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და მხოლოდ ერთი აზრის დომინირება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეკითხვაზე, როგორ უყურებდა ის მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის ვალდებულება არ აქვთ, დეგნანმა განაცხადა, რომ ეს გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დასანანი იქნება, თუ მმართველი პარტია შეთანხმებას არ შეასრულებს