2 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა - 72 გარდაცვლილი და 3 731 ახალი შემთხვევა

  11:41:48     02-12-2021

საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 72 ადამიანი, 4 295 კი გამოჯანმრთელდა. 

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 626 კვლევა, აქედან 31 151 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 475​ ​PCR-ით. 1 დეკემბერს აიცრა 11 099 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,37%-ია, ბოლო 14 დღის - 8,78%-ია, 7 დღის - 8,53%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 491 შემთხვევა;
  • აჭარა - 172;
  • იმერეთი - 646;
  • ქვემო ქართლი - 196;
  • შიდა ქართლი - 327;
  • გურია - 104;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328;
  • კახეთი - 199;
  • მცხეთა-მთიანეთი - 86;
  • სამცხე-ჯავახეთი - 146;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.