ენმ საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს - 2 დეკემბერი, 11:00 საათი
13:41:26     01-12-2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალ, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს.
აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.