შარტავაზე გაზის გაჟონვით 2 ადამიანი გარდაიცვალა
11:58:47     01-12-2021
უბედური შემთხვევა თბილისში - შარტავას ქუჩაზე გაზის გაჟონვით 2 მამაკაცი გარდაიცვალა. გაზის გაჟონვის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითნებური მიერთებაა.
დაახლოებით 1,5 საათის წინ იყო გამოძახება... მისულ ჯგუფს დახვდა ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი რომლის დახურულ სივრცეში დამონტაჟებაც აკრძალულია და კომპანიის მიერ იყო ჩახსნილი ადრე შემოწმებისას. და თვითნებურ მიერთებას ჰქონდა ადგილი. გარდაცვლილია 2 მამაკაცი, - ამბობს ჩვენთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი.