ირანმა ურანის გასამდიდრებელი საწარმო გადამალა
11:10:17     23-08-2011
ირანმა გამდიდრებული ურანისთვის განკუთვნილი ცენტრიფუგების მიწისქვეშა სამალავებში გადატანა დაიწყო. ეს მიწისქვეშა სამალავები დასახლებულ პუნქტ ფორდუში მდებარეობს, პროვინცია ყუმში. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ ავრცელებს.
ფორდუში, ურანის გასამდირებელი ქარხანა კლდეში მდებარეობს, რის გამოც ცენტრიფუგები კარგად იქნება დაცული სავარაუდო სარაკეტო თავდასხმისაგან. ირანის ისლამური რესპუბლიკის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ფერეიდუნ აბასის თქმით, ფორდუში ცენტრიფუგებს ნათანზის ურანის გამამდიდრებელი ქარხნიდან გადაიტანენ.
როგორც ცნობილია, ირანმა სამშვიდობო ხასიათის ატომური პროგრამის წარმოების შესახებ გარკვეული ხნის წინ განაცხადა, თუმცა დასავლეთში შიშობენ, რომ ეს პროგრამა ისლამურ რესპუბლიკას ატომური ბომბის შექმნისთვის სჭირდება.