თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
11:58:18     29-11-2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. პროცესს თავად მესამე პრეზიდენტიც ესწრება. სასამართლო 7 ნოემბრის ეპიზოდზე მსჯელობს. დარბაზიდან მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ფეისბუქ ლაივი ჩართეს, თუმცა მოსამართლე ტრანსლირების გათიშვას ითხოვს. პროცესის გაშუქების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს.