ფიზიკური დაპირისპირებაა საქალაქო სასამართლოსთან

  11:47:14     29-11-2021

სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. პოლიცია ტერიტორიის გაწმენდას ცდილობს და აქტივისტების დაკავებას იწყებს. ძალადობრივი მეთოდებით, პოლიციელები სასამართლოს ღობესა და დაცვის ჯიხურზე მდგარ აქტივისტებს ყრის.