გიული ალასანიას სასამართლოში არ უშვებდნენ
11:26:27     29-11-2021
ნიკა გვარამიასა და გიული ალასანიას სამართალდამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოში არ უშვებდნენ. პოლიციის კორდონი სასამართლოს შესასვლელთან გამაგრდა და არც უფლებადამცველს და არც ოჯახის წევრებს ეზოს მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. გიული ალასანიამ რამდენიმეწუთიანი დაყოვნების შემდეგ შეძლო სასამართლოს ეზოში შესვლა. ამ ქმედებას ნიკა გვარამია პროვოკაციად აფასებს.