ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს ვიდრე "დელტა"

  12:03:43     26-11-2021

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმაზე მეტად საყურადღებოა, ვიდრე ის მუტაციები, რაც აქამდე მეცნიერებმა იცოდნენ. 

მეცნიერები შიშობენ, რომ ვარიანტი - ცნობილი როგორც B.1.1.529, შეიძლება, უფრო მეტად გადამდები იყოს.

"მიმდინარეობს გადაუდებელი კვლევა, რათა გაიგოთ მეტი მისი გადაცემის, სიმძიმისა და ვაქცინისადმი მგრძნობელობის შესახებ", - თქვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) აღმასრულებელი დირექტორმა.