სააკაშვილს ძალიან სტრესული გარემო აქვს, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა - ლიზა იასკო

  13:49:22     25-11-2021

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა,

„ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.