გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

  20:19:44     24-11-2021

გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს.  უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  გამომძიებლები ამ წუთებში ციხის პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

გარდაცვალების  სავარაუდო მიზეზზე ადვოკატს საუბარი უჭირს. ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, გრეგორენკოს ბოლოს სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა.