მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას - ღარიბაშვილი

  14:15:10     22-11-2021

"ჩვენ მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბესა და უმოქმედობას, ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას..." - ამ მიმართვით დაწყო პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომა და სოციალური პოლიტიკის გადახედვაზე ისაუბრა

"არსებული სოციალური პოლიტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ზოგადად ტენდენციები არის შემაშფოთებელი. ვთქვათ პირდაპირ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ არ დაკარგოს სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა. 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან ეკონომიკურ გუნდთან, ამ მიზნით მაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და უახლოეს კვირებში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას. თუ როგორ უნდა შევცვალოთ მანკიერი, მე ვიტყოდი სისტემა, ახალი სისტემით. ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა,უნდა შევთავაზოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ათასობით და ათიათასობით. ამაზე უკვე გვაქვს მუშაობა დაწყებული...

ამიტომ, ჩვენ უნდა შევქნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთის მხრივ მინიმუმ ის დახმარება, რაც მათ ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამის გარდა სხვა დამატებითი, რაც შეუძლიათ, რომ მოიძიონ, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. 2-3 სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ იშოვონ",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.