მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში რჩება

  11:35:06     19-11-2021

შიმშილობის 50-ე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არცერთ ოფიციალურ უწყებას ამ დრომდე რაიმე დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე არ გაუვრცელებია. 

ამ დროისთვის გლდანის ციხესთან სიმშვიდეა. ერთ-ერთი ბოლო, ვინც გუშინ ციხის საავადმყოფო დატოვა პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იყო, რომელმაც თქვა, რომ მდგომარეობა მძიმე და რთულია. მისი თქმით, არ იციან რა მოხდება ერთ საათში.